დემოკრატიის მოსპობა და ევროპული პერსპექტივის განადგურება | ვის და რას ირჩევს ხალხი - NDI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის მოსპობა და ევროპული პერსპექტივის განადგურება - ორი მთავარი პოლიტიკური ბრალდება, რომელსაც ხალხი "ქართულ ოცნებას" უყენებს. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა ადასტურებს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის პრობლემებში სწორედ მმართველ ძალას ადანაშულებს და მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია.

ხელისუფლება დისკრედიტირებულია ფაქტობრივად ყველა სხვა მიმართულებითაც. რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა დრამატულად კლებულობს. ისევე როგორც კარგავენ ნდობას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - რის მიზეზადაც საერთო იმედგაცრუება სახელდება. თუმცა ამ მძიმე ფონზეც კი ქართველი ხალხის არჩევანი და ნება თვალსაჩინოა - ევროკავშირი და ნატო ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის არჩევანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი