"ოთხეულთან კონფლიქტში შესვლის დაძალება არასწორია" | სარჯველაძე "განდგომილების" ანტიდასავლურ განცხადებებს არ ემიჯნება

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. თუ აქამდე ქართული ოცნება ერიდებოდა პარტნიორების კრიტიკას და ამას ე.წ განდგომილების დახმარებით აკეთებდა, ამჯერად მმართველი გუნდი აღარ მალავს რომ ფორმალურად წასულების პოზიციებს იზიარებენ.

"ოცნებაში" ახლა უკვე დაუფარავად და ღიად ესხმიან თავს დასავლელ პარტნიორებს. მთავარი სამიზნე კი უცვლელია - ხელისუფლების მაღალჩინოსნებს იერიში ისევ აშშ-ის ელჩზე კელი დეგნანზე მიაქვთ.

"განსაკუთრებით დაგვიფასებია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. გვითქვამს არაერთხელ, რომ ამას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ გვაქვს სასაუბრო საჯაროდ ამ თემებზე, რომელზეც შეიძლება, ხან ოთხეული საუბრობდეს, ხან ვინმე სხვა საუბრობდეს, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არ გვინდა, რომ ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს. რაც შეეხება კონფლიქტში შესვლის დაძალებას თქვენი მხრიდან ოთხეულთან, არასწორი იქნება. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს საზიარო პოზიციები, ერთი ხედვა და ერთი შეხედულებები."- ამბობს სარჯველაძე. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი