რუსთავი 2-ის ჩამოშლილი საქმე - ბესარიონ ალავიძე სასამართლო კლანის მხილების შემდეგ, "მთავართან" კონტაქტზე აღარ გამოდის

გამოქვეყნდა:

ქუჩური წესით გარჩევები, დაბარებები კაბინეტებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა, ხელმოწერა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე რაც "ოცნებას" აწყობს - ეს ძალადობა სახელმწიფოს ინტერესით იყო და არის გამართლებული.  

რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე საჯაროდ ალაპარაკდა, როგორ უწევდა მას საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა ზეწოლისა და მუქარის შედეგად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან იყო ფრაზები  -  "ზევით ყველაფერი იციან". ეს ნიშნავდა,  რომ გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო და საქმე რამდენიმეთვიანი ფორმალური პროცედურით, სამივე ინსტანციის მოსამართლეებს მხოლოდ უნდა გაეფორმებინათ. "ქართული ოცნების" დავალებებსა და დირექტივებს სასამართლო კლანი და მისი  მმართველი ჯგუფი აღასრულებდა.  

ასეთი სქემით მიიღეს და დაწერეს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, რამაც საშუალება მისცა "ოცნებას" უფრო შორს წასულიყო და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში გამოეკეტა.  

ბესარიონ ალავიძემ უვადო მოსამართლეობაზე უარი თქვა და  უმაღლესი ინსტანციიდან  1 წელზე მეტია რაც წამოვიდა. 

ბესარიონ ალავიძე სკანდალური განცხადებების შემდეგ, "მთავარ არხთან" კონტაქტი გაწყვიტა, ასევე აღარ იძებნება მისი საჯარო წერილები, რომელსაც სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ავრცელებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი