საქართველოს 10 000-ობით მოქალაქეს სუს-ი საგულდაგულოდ უსმენს, უთვალთვალებს და ამ ადამიანების პირადი თუ საქმიანი ცხოვრების შესახებ დრო და დრო დოკუმენტირებულ ჩანაწერსაც აკეთებს, ე.წ. კრებსის სახით.
ამ უკანონობის მასშტაბები ერთი წლის წინ უწყებიდან გამოჟონილი დოკუმენტების მასშტაბებმა სრულად წარმოაჩინა. ამ ერთი წლის განმავლობაში კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ სუს-მა კიდევ უფრო მოუმატა უკანონო მოსმენას, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კი კიდევ უფრო გაუმარტივა ოპერმუშაკებს საკანონდმებლო ბაზა, რომ მათ ეს ფარული და უკანონო მიყურადღება კიდევ უფრო მარტივად განახორციელონ.