ვიკისრეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება - ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ცნობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრემიერმინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. უწყება ამბობს, რომ შეხვედრაზე აღინიშნა "ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა". 

განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. 

"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება", - ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი