მისი და საქართველოს ევროპული პერსპექტივის სოლიდარობის მიზნით ჩვენი ფრაქცია ნიკა გვარამიას პროცესს დაესწრება - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის სოლიდარობის მიზნით დღეს ფრაქციის წევრები სასამართლო პროცესს დაესწრებიან. 

მისი განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სასამართლო პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად რჩება.

"საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ნება, რომ მოახდინოს მართლმსაჯულების რეფორმირების მთავარი მიმართულების რეალურად გააქტიურება, რაც არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ის რეფორმები რომელიც უცილებელია პოლიტიკური მართლმსაჯულების გაუქმების მიზნით, რაც არის რეალურად ღერძი ძალაუფლების შენარჩუნების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის.

მე შევახსენებ საზოგადოებას, სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად და ამის ნათელი დასტურია დღეს, 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, და რეალურად იგი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არის მედია დამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი და აქტიური მოწინააღმდეგე ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში პროცესს დაესწრება თავად ნიკა გვარამიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი