ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი ქუთაისშია. ვახტანგ გომელაური ქალაქში ვერტმფრენით ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვიდეოკადრები ქუთაისის აეროპორტიდან "მთავარს" წყარომ მიაწოდა. შს მინისტრი უკვე "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ქუთაისში "საქართველოს ბანკის" შენობაში უკვე თითქმის 6 საათია შეიარაღებული პირია შეჭრილი, აყვანილი ჰყავს 12 მძევალი და 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. მის მოთხოვნებშია ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, ანკესი და რუსეთის დროშა.

ბანკში კი ვითარება ნელ-ნელა იძაბება. მძევლები თავს შეუძლოდ გრძნობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი