"აგრესიული გახდა, ორსული ვარ, არავის უშვებს" - ბანკში მყოფი ორსული მძევლის შეტყობინებები "მთავარ არხს"

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი მძევალი ქუთაისში, საქართველოს ბანკიდან "მთავარ არხს" გათავისუფლებამდე ატყობინებდა, რომ შეიარაღებულ პირი აგრესიული იყო და უარს ამბობდა მძევლების გათავისუფლებაზე. "მთავარისთვის" გამოგზავნილი შეტყობინებების ავტორი ორსულია და ის თითქმის 9 საათის განმავლობაში, თავდამსხმელის პირისპირ, მუქარისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა.

შეტყობინებებს, მძევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და სპეცოპერაციის მიმდინარეობისას,  ვასაჯაროებდით:

 "მოგკვლავს გვიშველოს. ხალხო  აგრესიული გახდა  ეს ყაჩაღი აღარ შემიძლია ტკივილები დამეწყო უკვე.  ორსული ვარ
12 ვართ. არავის უშვებს მოლაპარაკება მიდის ქალები გაუშვას მაგრამ არ შვება" გვწერდა მძევალი "საქართველოს ბანკიდან".

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სპეცოპერაცია დასრულებულია. 12-ვე მძევალი თავისუფალია, ხოლო თავდამსხმელი დაკავებული.

ის რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა და 2 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. ულტიმატუმის ამოწურვის ვადად კი 3 საათი დაასახელა.

ფულის გარდა, შეიარარებული პირი ითხოვდა მიკროავტობუსს, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.

ადგილზე საღამოს ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. იქამდე კი ვიდრე იფიციალურად დადასტურდებოდა სპეცოპერაციის დასრულება, ბანკის ტერიტორიაზე, სროლის ხმა გაიგეს. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ ისროლა და არის თუ არა ვინმე დაშავებული.

შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მძევლების გათავისუფლება და თავდამსხმელის აყვანა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, "მთავარ არხთან" სატელევიზიო კომენტარში დაადასტურა.

ქუთაისში ჩასულ გომელაურს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი