ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე 2-ჯერ გადაკვეთა და რუსეთში სანქციების გვერდის ავლით აკრძალული ტვირთი გადაზიდა, ნამდვილად დასანქცირებულია. ამიერიდან საერთაშორისო შეზღუდვები Iran Air-ის კუთვნილ ბოინგებზეც ვრცელდება.
შეერთებულმა შტატებმა მორიგი საერთაშორისო სკანდალის შემდეგ რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევით საქართველო გაეხვა, დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
სტრატეგიული პარტნიორების საჯარო და სარწმუნო ინფორმაციის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდი კვლავ ამტკიცებს, რომ ირანული ხომალდის გადაადგილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ქვეყნის ინტერესებისთვის არ ყოფილა დამაზიანებელი.
"ქართულ ოცნების" ეს პოზიცია კი სულ უფრო სარწმუნოს ხდის ვერსიას, რომ ივანიშვილის გუნდი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.