ნიკა გვარამიას პოლიტიკური საქმე | ოლიგარქის პოლიტიკური მძევალი საპყრობილეში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, პოლიტიკური განაჩენი და ოლიგარქის პოლიტიკური მძევალი საპყრობილეში. ყველა თანხმდება, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ერთადერთი მიზეზით ატარებს მსჯავრდებულის სტატუსს - ასეთია ბიძინა ივანიშვილის ნება.

სააპელაციო ინსტანციამ გვარამიას საქმის განხილვა განაახლა. სახელმწიფო ბრალდება სასჯელის კიდევ უფრო დამძიმებას მოითხოვს იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს არც ერთი პრეცენდენტი ნიკა გვარამიას საქმის გარდა, რომ 220-ე მუხლით გასამართლებული პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობას რუსთავის ციხიდან ადასტურებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანიც. სოსო გოგაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "რუსთავი ორის" საქმის განმხილველი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის გადაბირების სპეცოპერაცია ივანიშვილთან დაიგეგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი