
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან აშშ-მდე ჩრდილოეთის გზით გაფრინდა.
როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო "TASS“ წერს, ლავროვის თვითმფრინავი „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გვერდის ავლით, დანიშნულების ადგილზე 12 საათში ჩაფრინდა.
ასამბლეის დღევანდელი სესიის მთავარი თემაც უკრაინაში პუტინის ომია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მ არ გასცა ვიზა რუსეთის ოფიციალური დელეგაციის ათი წევრიდან ორზე.