"უნდა ვიყოთ ფხიზლად" - მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მიმართავს და პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე მურუსიძე "სასამართლოს დასაცავად", იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. ის დღეს საბჭოს სხდომაზე მივიდა და განაცხადა, რომ პირადად მის მიმართ, ასევე სასამართლო სისტემის მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობს, რაზეც საბჭოს რეაგირება უნდა ჰქონდეს. 

მურუსიძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მძიმე და სკანდალურ განცხადებებს და ყველაფერს სიყალბე უწოდა, თავად ალავიძეს კი "ცილისმწამებელი".

ის გეგმავს, სოსო გოგაშვილს პროკურატურაში უჩივლოს: 

"შემომდის წერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აბსოლუტურად, თუ ამას მერე გამოძიება დაადგენს რა და როგორ არის და რატომ მაინცდამაინც ბატონ ბესოზე, რამე ზეწოლა იყო, მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ფაქტიც არ არის მაგაზე და შესაბამისად, ამ უფაქტო და აბსოლუტურად სასამართლოსთვის მადისკრედიტირებელ საქმეებზე განაცხადა ესეთი განცხადება. მე ეხლა იმტომ გადავწყვიტე, რომ ვინაიდან მან მესამე შეხვედრის დროს შემომითვალა, რომ დრო არის ცოტა, დრო არ ითმენს და მის მიმართ დახმარება წავა, ყალბი მადისკრედიტირებელი ნიაღვარი, ამას უნდა ელოდებოდეს სასამართლო სისტემა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ვალდებულია დაიცვას სასამართლო სისტემა. ეს რომ ესე მოხდება პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ერთი ფაქტი უკვე გამოაგდო, ფაქტი რა, ანუ, სიყალბე და შესაბამისად, აუცილებლად ამას მოჰყვება სხვა ცილისმწამებლური მადასიკრედიტირებელი რაღაც გარემოებები. ამიტომ, მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, თქვენ ბრძანდებით საკონსტიტუციო ორგანო, არის ვალდებულება რომ სისტემა იყოს დაცული. მე პირადად გულწრფელად გეტყვით, ჩემზე ძალიან ბევრი სიბინძურე ხდება და ზოგადად ყოველგვარი ამორალურობის ზღვარს არიან გადასულები, მაგრამ მე პირადად ჩემ თავს დავიცავ, მაგრამ აქ იმიტომ, მოვედი, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ამ ახალი შეტევისგან, ამ ცილისმწამებელისგან დაცვა. მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. ეს რომ ესე მოხდება თქვენ ნახავთ ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ რომ ეს იყო ფაქტიურად მუქარა, წავა ეს ცილისმწამებელი სასამართლოს წინააღმდეგ. მე, როგორც გხარით ამასთან დაკავშირებით, პირველი თქვენ გითხარით და ეხლა შესაბამისი მტკიცებულებებით მე ამ დღეებში, უახლოეს ხანში მინდა, რომ ასევე პროკურატურას მივმართო." თქვა მურუსიძემ.

"იყო ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, დაბარება კაბინეტებში, რომ დადგეს ესა თუ ის შედეგი" - რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლემ სკანდალური აღიარება "მთავარ არხთან" რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მოგვიანებით, ალავიძის ბრალდებები დაადასტურა სუს-ის ყოფილმა უფროსმა, სოსო გოგაშვილმა, რომელმაც ციხიდან წერილი გაავრცელა . გოგაშვილი წერდა, რომ ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა სწორედ რუსთავი 2-ის საქმეზე, სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, სუს-მა, მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნისა და ივანიშვილის უშუალო დავალების შემდეგ განახორციელა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი