მურუსიძის თქმით, გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა - სიმონიშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხდებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ის ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრება, სადაც მურუსიძემ განცხადება გააკეთა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვართ ახლა და ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და სუს-ის მოპოვებული კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ. მით უმეტეს არაა გამორიცხული, ბესო ალავიძეზე ან სხვა მოსამართლეებზე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, როცა გოგაშვილი თანამდებობაზე იყო. არაა გამორიცხული, რაიმე ახალი ფაილები სასამართლოზე ვიხილოთ და ამით თავის დაცვას ცდილობდნენ.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პარლამენტს არ აინტერესებს, შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები", - წერს ნიკა სიმონიშვილი. 

სოსო გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლის ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, სუს-მა ზეწოლა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით მას შემდეგ განახორციელა, რაც მან თავად  ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს - მიეღო თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე "ოცნებისთვის" სასურველი გადაწყვეტილების შესახებ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი