
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო 2021 წლის 29 დეკემბერს, ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე კი მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:
"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტში, ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს, დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა." ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.