"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ პირს სახეზე დაზიანებები აღენიშნება - ადვოკატები

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ პირს სახეზე დაზიანებები აღენიშნება - ამის შესახებ, ადვოკატებმა განაცხადეს. მათი თქმით, დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს, სადაც გრიგოლ ნარსიამ განაცხადა, რომ დაზიანება აყვანის დროს მიიღო, თუმცა მას  პოლიციისთვის  წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

დაკავებულს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. მან ყაჩაღური თავდასხმის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხა, შვილის სამკურნალოდ ჭირდებოდა. 

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებული მძევლების აყვანას არ აპირებდა, თუმცა გასროლის შემდეგ ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის იძულებული გახდა, შენობაში დაბრუნებულიყო. მისი მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო და ეფექტისთვის ჰქონდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი