"იმედი მაქვს, რომ თქვენი პოლიტიკოსები მოაგვარებენ ყველა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პრობლემას" | კალიურანდი

გამოქვეყნდა:

"იმედი მაქვს, რომ თქვენი პოლიტიკოსები მოაგვარებენ ყველა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პრობლემას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

გაერთიანდით. დადექით პარტიულ ინტერესებზე მაღლა და იმოქმედეთ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. "ქართულ ოცნებას" ვთხოვ, რომ გააგრძელონ მუშაობა რათა ყველა მონაწილე მხარემ დაინახოს, რომ მათ უსმენენ, რომ მათი პოზიციები განიხილება და ისინიც პროცესის ნაწილი არიან. ინკლუზიურობა უნდა იყოს არამხოლოდ ფურცელზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში. მინდა ვუთხრა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში მუშაობენ, რომ გააგრძელონ მუშაობა.

დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება და ეს გაძლევთ შანსს, რომ გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. ევროკავშირი ვერ მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს ქართველების მაგივრად. ეს ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რჩევები მაგრამ აქ იმისთვის არ ვართ, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი პოლიტიკოსები მოაგვარებენ ყველა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პრობლემას, რაც გაწერილია ევროკომისიის რეკომენდაციებში, - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი