პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პუტინის ბრძანებას ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტი უწოდა.

შოლცის თქმით, პუტინმა სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ისევე, როგორც უკრაინის მოკავშირეების ერთიანობა.

"პუტინის განცხადება  ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ შესახებ სასოწარკვეთის აქტია. რუსეთი ვერ მოიგებს ამ კრიმინალურ ომს. პუტინმა თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება, ასევე მისი მოკავშირეების ერთიანობა და მიზანსწრაფულობა", - დაწერა შოლცმა twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი