პესკოვის შვილი კომისარიატში მისვლას და ომში მონაწილეობას არ აპირებს 

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის შვილი რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, კომესარიატში მისვლას არ აპირებს. "პოპულარული პოლიტიკის" არხის წამყვანმა ნიკოლაი პესკოვს პირდაპირ ეთერში დაურეკა, მას სამხედრო კომისიის სახელით გაეცნო და დათვალიერებაზე მიიწვია, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა.

ნიკოლაი პესკოვმა თქვა, რომ ის იქ წასვლას "სხვა დროს სხვა დონეზე გადაწყვეტს".

კითხვაზე, მზად იყო თუ არა მოხალისედ დარეგისტრირდეს, მან უპასუხა, რომ არა, შემდეგ კი თქვა, რომ "მზად არის წასასვლელად, მაგრამ არა თქვენი თხოვნით".

"თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი [პუტინი] მეტყვის, რომ იქ უნდა წავიდე, წავალ",- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი