ვითარება ლარსზე - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს რუსები მოაწყდნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეები მოაწყდნენ. უკვე მეორე დღეა რიგებია ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. რუსეთის მოქალაქეები საათობით დგანან სასაზღვრო ზოლთან. საქართველოში შემოსვლას კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახერხებს. 

შეგახსენებთ, პუტინმა რუსეთში გუშინ, 21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება.

პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთში უკმაყოფილება მოჰყვა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლებიც, თუმცა აქციების მონაწილეები პოლიციამ დაარბია.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი