რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი პირი დააკავეს - მათი ნაწილი პირდაპირ ჯარში გაიწვიეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მასშტაბით ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ოთხშაბათს 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, ზოგიერთი უშუალოდ სამხედროში სამსახურში გაიწვიეს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა. 

გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტები მრავალ ქალაქში დაარბია. შეკრებილები სკანდირებდნენ "არა მობილიზაციას". 

დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის OVD-Info-ს შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა დემონსტრანტები რუსეთის 38 ქალაქში.

ჯგუფის სპიკერმა მარია კუზნეცოვამ CNN-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მოსკოვის სულ მცირე ოთხი პოლიციის განყოფილებაში სპეცრაზმის მიერ დაკავებული რამდენიმე მომიტინგე პირდაპირ რუსეთის ჯარში გაიწვიეს.

მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტზე უარის თქმისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი