თეიმურაზ კალანდაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

კალანდაძის სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ სკანდალში ფიგურირებს, მას მოქალაქეები უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ სამცხე ჯავახეთში საქმიანობის დროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი