
რუსული მედია SOTA წერს, რომ "მობილიზაციას" გაქცეული რუსები სკუტერებს ქირაობენ საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად, რადგან მანქანით ძალიან დიდი საცობში უწევთ დგომა.
მედია წერს, რომ მანქანით საცობების გამო მგზავრობა 8 საათზე მეტ ხანს გრძელდება.
Guardian-ის მოსკოვის კორესპონდენტი წერს, რომ მსგავსი სქემა მოქმედებდა რუსეთიდან ნორვეგიაში გადასვლის დროსაც, როცა ისინი ველოსიპედს იყენებდნენ.
Twitter-ზე, ასევე ვრცელდება ვიდეოები, რომ საქართველოში შემოსასვლელად საცობი ვლადიკავკაზიდან იწყება, რაც რამდენიმე ათეული კილომეტრია.