ყოფილი ძალოვანი სისტემის წინააღმდეგ | გიორგი ირემაშვილი "ოცნების" ხელისუფლების მასშტაბურ მხილებას აანონსებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემის წინააღმდეგ. გიორგი ირემაშვილი "ოცნების" ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყების მასშტაბურ მხილებას აანონსებს. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სამინისტროში სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა, "მთავარ არხთან" იმ დანაშაულებებსა და კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველ რგოლს უკავშირდება.

ირემაშვილი ძალოვანი უწყებიდან ცოტა ხნის წინ წავიდა და უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაც დატოვა. ყოფილი ძალოვანი ოჯახთან ერთად ახლა ისრაელში იმყოფება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა ხელისუფლების პირველი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს და აცხადებს, რომ იცის ყველა დეტალი ყველა გახმაუებულ საქმეზე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი