პოლიციელს, რომელიც არაერთხელ არის მხილებული ძალადობასა დაუკანონო დავალებების შესრულებაში, ვახტანგ გომელაურმა კახეთის რეგიონი ჩააბარა. კალანდაძის სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ სკანდალში ფიგურირებს.
ის 2018 წელს, როდესაც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი იყო, ძალოვანი უწყებიდან გაათავისუფლეს. მაშინდელმა მინისტრმა საჯაროდ თქვა, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის შვილს, კოკა კობალაძეს, სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციელმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სცემეს. გახარიამ უწყებიდან გააგდო ყველა, ვისაც ამ საქმესთან კავშირი ჰქონდა. პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო, მაგამ თეიმურაზ კალანდაძე არ გაუსამართლებიათ.
შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელურის დანიშვნის შემდეგ კი კალანდაძე უწყებაში დააბრუნეს. ის გენერალური ინსპექციის ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2022 წლის 30 აპრილში კი დააწინაურეს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.
თეიმურაზ კალანდაძე იყო ყველგან, სადაც უკანონო დავალებების შემსრულებელი პოლიციელი სჭირდებოდათ.