29 მომხრე, 21 წინააღმდეგი - აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა სანქციების კანონპროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

29 მომხრე, 21 წინააღმდეგი - აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს.

დაუწესებს თუ არა სტრატეგიული პარტნიორი "ოცნების" ხელისუფლებას სანქციებს ეს რამდენიმე თვეში  - ოქტომბრამდე გაირკვევა, პირველი ნაბიჯი კი უკვე გადადგმულია.

დახმარების ნაწილის შეწყვეტა იმ შემთხვევაში მოხდება თუ ოცნების მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ეფექტურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

კონგრესი ახლა სახელმწიფო მდივნისგან ანგარიშს ელოდება, იმაზე თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კანონპროექტს თანდართული აქვს განმარტებითი ანგარიში, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება გაიყინოს გამოყოფილი დახმარების 15%.

აშშ დააკვირდება საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციას, სასამართლო დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების საკითხებს. აქტიური მონიტორინგი იქნება იმაზეც, თუ როგორ მოქმედებს მთავრობა და რამდენად ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას ქვეყანაში.

ოპოზიციის შეფასებით, კონგრესის  ეს გადაწყვეტილება არის სიგნალი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ საქართველოში ცვლილებების დროა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი