რა მოხდა მეტრომშენში და რატომ მალავს საკუთარ ჩაცხრილვას ლაშა ლაბაძე | კრიმინალთან გარიგებული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

8-ჯერ ესროლეს, შემდეგ კი ბეისბოლის ჯოხით სცემეს. მეტრომშენში მომხადრი სისხლიანი გარჩევის ამბავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური დაპირისპირების მონაწილეებთან ერთად, საგულდაგულოდ მალავდა. ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ კრიმინალურ სამყაროში კასპერას სახელით ცნობილი ლაშა ლაბაძე.

სისხლიან გარჩევას საინტერესოს ხდის ის მთავარი დეტალი, რაც ლაბაძის ბიოგრაფიას უკავშირდება. ის "ქართული ოცნების" დასაყრდენია ისანი-სამგორის ოლქში და არჩევნების დროს მმართველ პარტიას კრიმინალურ წრეებთან ურთიერთობის დალაგებასა და საარჩევნო ხმების მობილიზებაში ეხმარება.

9 სექტემბერს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ისტორიაზე გომელაურის უწყებამ ყველაფერი იცის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარჩევაში მონაწილე ყველა ფიგურანტი გამოკითხული ჰყავს, თუმცა არცერთი მათგანი პატიმრობაში არ დატოვეს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი