რა ქონებას ფლობს კრიმპოლის ახალი უფროსი, თემურ კუპატაძე | დაწინაურებული პოლიციელის კავშირი ოლიგარქის ოჯახთან

გამოქვეყნდა:

დიდი საკადრო გადაჯგუფება გომელაურის უწყებაში. ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის, იგივე კრიმპოლის უფროსად ვახტანგ გომელაურმა - თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. თეიმურაზ კუპატაძე ძალოვანი უწყების ის მაღალჩინოსანია, რომელიც პოლიტიკური მოტივით მიღებულ ყველა დავალებას ასრულებს.

ის არაერთხელ გვინახავს ოპოზიციის საპორტესტო აქციებზე, მათ შორის ოპოზიციონერ ლიდერებთან შუბლ-მიბჯენილი ანდა კიდევ აქციის მონაწილეების დარბევისას. მმართველი პარტია ამ ერთგულებას სათანადოდ უფასებს და ქონებრივ დეკლარაციას რომ გავყვეთ, ის მდიდარ პოლიციელად ნამდვილად ითვლება.

30 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ცხოვრობს მცხეთაში 100 ათას დოლარად შეფასებულ სახლში. კუპატაძესა და მისი მეუღლეს სამი ავტომანქანა ჰყავთ, აქედან ორი ძვირადღირებულია; თეიმურაზ კუპატაძე ივანიშვილების ოჯახის ნათლიაა. არის ოლიგარქის ძმის შვილის, ემზარ ივანიშვილის შვილიშვილის, ხარებას ნათლია. სკანდალური იყო მისთვის აჭარის  საპატრულო პოლიციის უფროსობა, სადაც ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.

კუპატაძე-ტაბუცაძის ოჯახი სარგებელი აქვს სახელმწიფო ტენდერებიდანაც. პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამარი ავთანდილ ტაბუცაძე ძალოვანი უწყების თითქმის ყველა ტენდერს იგებდა და პოლიციელებისთვის ფორმებს კერავდა.

დაწინაურებული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ქონების ამბავს ირაკლი ბახტაძე მოგიყვებათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი