
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტში 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო ოლქები დილის 7 საათზე გაიხსნა. წინასწარი მონაცემებით და საზოგადოების გამოკითხვით ირკვევა, რომ არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატი მემარჯვენე კოალიციური გაერთიანება "იტალიის ძმებია''.
გამარჯვების შემთხვევაში პარტიის ლიდერი მელონი ჯეროჯია გახდება. სავარაუდოდ ის პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება იტალიის ისტორიაში.
ცნობილია, რომ მას მხარს უჭერს იტალიის ყოფილი პრემიერი და მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.