უიარაღო ოკუპაცია და რუსების მოზღვავება საქართველოში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ვითომ მეორე არმიამ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამით - 1. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში მისი არმია დამარცხდა და ახლა ახალი საზარბაზნე ხორცი სჭირდება. და 2. ომი, რომელიც კრემლმა თავს მოახვია, მის მეზობელ უკრაინელებს, ახლა ყველა რუსეთის მოქალაქის ოჯახში შევიდა.

უკრაინელები თუ თავისი ქვეყნისთის იბრძვიან, თავის სახლს იცავენ რუსების უდიდეს ნაწილს რეალური მიზეზი არ აქვს, რისთვისაც შეიძლება იარაღი აიღო და გმირობა ჩაიდინო. კრემლის პროპაგანდ შიდა აუდიტორიისთვისაც კი სულ უფრო ნაკლებდამაჯერებლად ჟღერს. როცა 6-თვიანი ბრძოლების შედეგად დაკავებულ ტერიტორიას რუსული არმია რამდენიმე საათში ცლის, დაჭრილებს ფრონტზე ტოვებს, სახლში გარბის და ამ დროს ტელევიზორიდან გეუბნებიან რომ ეს დიდი სტრატეგიული გადაჯგუფებაა, ყველაზე გაბრუებული აუდიტორიაც კი მიხვდება, რომ აუტყუებენ. 

პროფესიული რუსული არმია ჩაფლავდა, ადვილი მისახვედრია რა მოუვა დილეტანტების ხროვას, რომელმაც არ იცის რისთვის იბრძვის. ჟანგიანი კალაშნიკოვებით და მთვრალი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული რუსული არმია უკრანელ მებრძოლებთან პირწმინდად დამარცხდება, თუმცა მორალისგან, დისციპლინისგან და ადამიანურობისგან დაცლილი რუსი სამხედროები შეიძლება ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს დაერიონ, რაც მანამდეც არაერთხელ უქნიათ.

კონრკეტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველოც. სადაც ისედაც რუსი მიგრანტების მოზღვავება გვაქვს, და ახლა ამ ნაკადს უკვე რუსი დეზერტირებიც დაემატნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი