
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს.
ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე "უპასუხისმგებლოა". მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსკოვმა გაიგოს და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი.
ბლინკენმა უარი თქვა დეტალების გაზიარებაზე, თუ როგორ უპასუხებდა აშშ ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა თქვა, რომ ადმინისტრაციას ჰქონდა გეგმა.
"ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ თავისუფალ რიტორიკას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიქნებით რუსებთან საჯაროდ და, ასევე, პირადად, რომ შევაჩეროთ ატომური იარაღზე საუბარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ეს ძალიან ნათლად განვაცხადეთ", - თქვა ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი მთავრდება, ხოლო თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა დასრულდება.