
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს. ამ თემაზე მან პარლამენტში ისაუბრა და საკითხზე პეტიციის შექმნაც დააანონსა.
ვაშაძის თქმით, საზღვრის მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის უნდა იყოს გახსნილი, რომლებსაც რუსეთიდან ქვეყანაში დაბრუნება სურთ:
"ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და ლარის გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგი დგას. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა ხელი მოაწერენ პეტიციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას შეეხება.