
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში ხვდება. პუტინმა განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რომელთ განხილვაცაა საჭირო.
ბელორუსის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრისას თქვა, რომ ბელორუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა, რომლებმაც რესპუბლიკა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს, ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვენ.
"მე ნამდვილად არ ვნერვიულობდი, როდესაც 2020 წელს რამდენიმე ათასი წავიდა. ისინი ითხოვენ დაბრუნებას", - თქვა მან.
ლუკაშენკოს აზრით, მიგრაციის კუთხით სიტუაცია ახლაც ანალოგიურად განვითარდება, მას შემდეგ, რაც რუსეთში გამოცხადდა ნაწილობრივი მობილიზაცია.
"ვაკვირდები: მობილიზებით გვაშინებენ, აქ ვიღაც გაიქცა საზღვარგარეთ. რუსეთს ჰყავს 25 მილიონი (ადამიანი) - სამობილიზაციო რესურსი, კარგი, გაიქცეს 30, კარგი, 50 ათასი. აქ რომ დარჩნენ, რა, ჩვენი ხალხი იქნებოდნენ? გაიქცნენ... და ესენი მოვლენ.
თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რა უნდა უქნათ მათ: ან გაუშვით ისინი აქ, ან მიეცით საშუალება იკვებონ იქ უფასო პურით. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ აქ და არ ვიაროთ ევროპასა და ამერიკაში: სიტუაცია არ არის იგივე", - თქვა ლუკაშენკომ.
პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს, რიგებია აეროპორტებში და საზღვრებზე. მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები არაერთ ქალაქში გაიმართა, რასაც დარბევა და დაკავებები მოჰყვა.