ამ ეტაპზე, ჩვენ რაიმე ქმედებების საფრთხეებს ვერ ვხედავთ - ბურჭულაძე რუსების შემოსვლაზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლა საქართველოში საფრთხეებს არ ქმნის.  სამინისტრო ამ მობილიზებაში ვერ ვხედავს სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს.

მისი თქმით, გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გამკაცრებულია.

"აქამდეც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული და ამ ეტაპზე, ჩვენ რაიმე ქმედებების საფრთხეებს ვერ ვხედავთ.

თუ თქვენ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, ყველა რუსეთის მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი, თეორიული რისკი რაც იყო ის დარჩა. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ასე რომ ამ ეტაპზე ასე არ ვიხილავ", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. 

რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო ოპოზიციის ნაწილი, ასევე სამოქალაქო სექტორი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი