საზღვარზე ასობით ჩეჩენი და დაღესტნელია, იატაკზე, კიბეებზე სძინავთ - მოქალაქეების თქმით, ლარსზე პრობლემები ექმნებათ

გამოქვეყნდა:

ჩეჩნები ისევ ამბობენ, რომ საქართველოს მხარე შერჩევითი პოლიტიკა აქვს და ისინი შემოსვლას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, რუსების შემოსვლის პარალელურად ჩრდილო კავკასიელებს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ. 

ოფიციალურ უწყებებს საკითხზე განმარტება არ გაუკეთებიათ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან წამოსული მოქალაქეები, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ლარსისი გამშვები პუნქტის გავლას ელიან. 

"ვითარება ძალიან მძიმეა, ადამიანებს 5 დღეა წარმოუდგენელ პირობებში უწევთ ყოფნა, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტან ასობით ჩეჩენი და დაღესტნელი იმყოფება, მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, იატაკზე და კიბეების საფეხურებზე სძინავთ, სიცივეში არიან. თუ საქართველო ამ ადამიანებს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს და უკან გააბრუნებს, რუსები მათ საზღვრიდან პირდაპირ ომში წაიყვანენ", - ამბობს ბლოგერი, ტუმსო აბდულახმანოვი.

პარალელურად, დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. პოლიცია პროტესტის მონაწილეებს აკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი