მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი პოეტი აწამეს და გააუპატიურეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი - არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს. ამის შესახებ რუსულენოვანი გამოცემა Настоящее Время იუწყება.

ძალოვნები კამარდინის ბინაში შეიჭრნენ, აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააუპატიურეს. დაზარალებულის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოკადრები არსებობს.

მოგვიანებით, რუსეთის პროსახელისუფლებო ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც კამარდინი ერთ-ერთ აქციაზე ნათქვამი უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის. ამჟამად კამარდინი საავადმყოფოში იმყოფება. მასსა და კიდევ ორ აქტივისტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიძულვილის გაღვივების მუხლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი