Nord Stream-ის გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა - შვედეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრმა სამშაბათს განაცხადა, Nord Stream-ის მილსადენების გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა, თუმცა ეს არ წარმოადგენს ომის აქტს შვედეთის წინააღმდეგ.

მაგდალენა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შვედეთის მთავრობა მჭიდრო კავშირშია პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, დანია და გერმანია.

"ჩვენ გვაქვს შვედური დაზვერვა, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიასთან კონტაქტების დროს და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე", - თქვა ანდერსონმა.

მისი განცხადებით, მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით. იხილეთ: 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი