"უნდა დადგინდეს დამკვეთი" - პოლიტიკოსები შაქარაშვილის ექსპერტიზის პასუხს ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

უნდა ვეძებოთ დამკვეთი - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მურთაზ ზოდელავა ექსპერტიზის დასკვნას გიორგი შაქარაშვილი საქმეზე. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა, მიზანმიმართულად, გიორგი შაქარაშვილზე თავდასხმას 

ადამიანს უბრალოდ სხეულზე ადგილი არ ჰქონდა, იმდენად აგრესიული და მიზანმიმრთული თავდასხმა იყო მასზე....უნდა დადგინდეს ვინ იყო დამკვეთი და რატომ მოხდა კონკრეტულად გიორგიზე სასტიკი ანგარიშსწორება - ამბობს ზოდელავა.

ხელისუფლების ოპონენტები გამოძიებასთან არსებულ კითხვებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნდობის ხარისხი დაბალია. მათივე თქმით, რომ არა მედიის აქტიურობა, შაქარაშვილის საქმეზე დღეს ცნობილი დეტალები უცნობი დარჩებოდა

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ოცნების ყოფილი წევრი და შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც შაქარაშვილს დაზიანებები მიაყენა. ის დადებითად აფასებს გამოძიებაში 109-ე მუხლის დამატება.

მმართველი გუნდი კი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს. მათ დღეს მედია სპეკულაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

არანაირი ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. კითხვები თუ არსებობს, რეალური და არა მოგონილი, ადამიანს რომ გამოიგონებენ ბერა ივანიშვილთან დააკავშირონ, უბინძურესი ტალახი ისროლონ, გამოძიება უნდა დავაცადოთ პასუხები, გამოძიება არის წინააღმდეგობის დაძლევის ხელოვნება - ამბობს მამუკა მდინარაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი