
tv 25-ის ინფორმაციით, ბათუმის სპორტული ცენტრის ყოფილი დირექტორი, არჩილ ბარამიძე დააკავეს. მიზეზი უცნობია. შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ბარამიძე თანამდებობიდან 1 კვირის წინ გაათავისუფლეს.
ბარამიძე 2019 წლის აგვისტოდან 2022 წლის 25 იანვრამდე ხელვაჩაურის მერის მოადგილე იყო. იქამდე კი ხელვაჩაურში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი.