
ბირთვული მუქარა, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება, მაგრამ რომლისაც არავის ეშინია. ვლადიმერ პუტინის შანტაჟი - ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე დასავლეთისთვის მობილიზების საფუძველია, მაგრამ რეალურად კრემლის არავის ეშინია. დასავლელი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამხედროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალი უხარისხობის და სიძველის გამო მინიმალური საფრთხის შემცველია. თავად რუსეთისთვის კი ბირთვული კონფლიქტის გაღვივება გამანადგურებელი აღმოჩნდება. ამ ფაქტს თავად კრემლშიც აანალიზებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კუთხეში მიმწყვდეულმა დიქტატორმა ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მაინც მიიღოს.
ავტორი: გუგა მაისურაძე