
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფომაციას Reuters ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, კამალა ჰარისი დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სეულთან განიხილავს აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივ ურთიერთობასა და ჩინეთის ქმედებებს ტაივანის სრუტეში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.