Nord Stream-ის მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად, ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს.

თუმცა დანიელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ აღნიშნულ რეგიონში და შესაძლოა გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებდეს იმას, რომ მილსადენის დაზიანება რუსეთის მიერაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ  ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებში გაჟონვა მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი