
სექტემბერში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსეთში სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგებმა იკლო.
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი - 24% იყო.
6 პროცენტით შემცირდა ვლადიმერ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებდა მის მუშაობას, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 77%-ია.
კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა.
გამოკითხვის შედეგებს რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრი“ აქვეყნებს.