შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ, ექსპერტები და ანალიტიკოსები აცახდებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანის საფრთხის წინაშე აყენებს. მათი განმარტებით, ხელისუფლების მოქმდებებებმა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, რომლის გადაკვეთას, სტარტეგიული პარტნიორის უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც მრავალწლიანი ურთიერთობის პირობებში, აშშ-ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესოს. ეს, მათი თქმით, მიუთითებს, რომ აშშ-ს საქართველოს ხელისუფლებისადმი აქვს ძალიან დაბალი ნდობა და მათივე აზრით, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დბალ ნიშნულზეა. ახლა უკვე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, ისევ ანდობს თუ არა ქვეყნის მართვას გუნდს, რომელიც ამჟამად არის ხელისუფლებაში და რომელმაც ქვეყანა ამ პოზიციამდე მიიყვანა.
საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობის ისტორიაში პირველად, დაგვეკისრება სანქციები, რომელიც ითვალისწინებს 15%-ით ბიუჯეტის შეჩერებას, ეს არის "ქათული ოცნების" მიღწევა საგარეო პლიტიკაში. მათი უგუნურობისა და მათი არასწორი მოქმედებების გამო, დღეს ვზარალდებით ჩვენ, დანარჩენი ადამიანები. იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, დახმარებებს გვიჩერებენ საქართველოს, - ამბობს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ იმასაც, რომ დოკუმენტიში საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც, უკვე წლებია, თავადაც ამბობენ, მათ შორის ოლიგარქიულ თუ არაფორმალურ მმართველობაზე,
ხელისუფლების მცდელობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად იმოქმედოს სასამართლომ.
ასევე შეეცადოს, კრიტიკული მედია გააკონტროლოს და იმ ფაქტებზე, რომ ხშირად, სწორედ, სამოქალაქო სექტორს ხელისუფლება თავისი განცხადებებით თავს ესხმის.
ეს დოკუმენტი, ცხადია, ადასტურებს იმას, რაზეც ვსაუბრობდით ბევრი წლის განმავლობაში. ჩვენ პრობლემები გვაქვს სასამართლოში დამოუკიდებლობასთან მიმართებით და რომ აქ არის კლანური სისტემა. ვსაუბრობდით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ჩვენთან ვერ ვითარდება იმიტომ რომ არ ტარდება ამ მიმართულებით რეფორმები. ვამბობდით, რომ პრობლემა არის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე და სამოქალაქო სეტქორზე. ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრობლემა არის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში და ის, რა როლსაც ასრულებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვენყანაში, ეს არის ნეგატიური იმ მხრივ, რომ ვერცერთი ინსტიტუტი, ფაქტობრად, წინააღმდეგობას ვერ უწევს მის სურვილებს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე, ეკა გიგაური.
კანონპროექტი, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას ითვალისწინებს, ჯერ მხოლოდ კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა 29 ხმით დაამტკიცა. როგორც პოლიტოლოგების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, სწორედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ, ამოქმედდება თუ არა ეს სანქციები.