
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ორიცე ქვეყანამ დაადასტურა.
BBC წერს, რომ ოფიციალური ანკარას მიერ გავრცელებული ცნობით, კრემლმა ერდოღანის კომენტარი ე.წ. რეფერენდუმებზე გამოტოვა და საუთარ რელიზში ეს ნაწილი უბრალოდ უგულებელყო.
"ანკარის ვერსიაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდებზე - თურქეთი მათ ეწინააღმდეგება.
კრემლის ვერსიაში ეს არ იყო ნახსენები, მხოლოდ ნათქვამია, რომ პუტინის თქმით, რეფერენდუმი ტარდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად"- წერს საერთაშორისო მედია, BBC.
აღსანიშნავია, რომ ამავე კომუნიკაციის ფარგლებში, ერდოღანმა მოუწოდა პუტინს გააგრძელოს შეთანხმება მარცვლეულით ვაჭრობის შესახებ უკრაინის სამხრეთ პორტების გავლით. ის თურქეთის შუამავლობით დაიდო და ნოემბერში იწურება.