შე უზრდელო, თავხედოო, ზრდილობას რომ ისწავლი, მერე მოეთრევი და ბოდიშს მოიხდიო - წიკლაური, წულუკიანთან დაპისპირებას იხსენებს

გამოქვეყნდა:

"შე უზრდელო, თავხედოო აეთრიე აქედანო, გაეთრიეო, ზრდილობას რომ ისწავლი მერე მოეთრიე აქო და ბოდიშს მოიხდიო" -  კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "შენს დილაში" მინისტრ თეა წულუკიანთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, წულუკიანთან საუბარი ფედერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დაიწყო, რის შემდეგაც მინისტრმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წიკლაური ყვება, რომ შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი მოადგილე, სოსო გიორგაძეც. 

წიკლაური ყვება, რომ წულუკიანს სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, სოსოს "საკადრისი პასუხი გასცა", თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

"როდესაც დავრჩით საბოლოო შეხვედრაზე მე, ქალბატონი თეა და ბატონი სოსო გიორგაძე, თავდახრილი ვეუბნები, რომ ქალბატონო თეა, მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ და იცოდეთ, რომ რა ღონისძიებები გვაქვს დარჩენილი და რაში ვითხოვთ ჩვენ ამ ბიუჯეტის დამატებას. ვეუბნები, რომ დარჩენილია მოსწავლეების ევროპის ჩემპიონატი, ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატი, გოგონების ევროპის ჩემპიონატი, ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე, უფროს ასაკში წლის ბოლოს შეიძლება ჩატარდეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი, სადაც აუცილებელია, რომ ამ ყველა ნაკრებმა გუნდებმა მიიღოს მონაწილეობა, პლუს ამასთან ერთად მინდა, რომ აი ამ სპორტსმენების ხელფასები, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები და გახდნენ ჩემპიონები გადახედოთ და იქნებ დაუნიშნოთ ხელფასები თქო, როგორც მწვრთნელებს ასევე სპორტსმენებს.

ბატონი სოსო იჯდა და ბატონ სოსოს ვურეკავ, ვუმესიჯებ, ვცდილობ ყველანაირად გავიდე კომუნიკაციაზე მაგრამ, ჩვენს შორის კომუნიკაცია არ ხერხდება ეს მინდოდა პირადად თქვენთვის მეთქვა მეთქი და თქვენ ყოფილიყავით საქმის კურსში თქო... მორჩიო? დიახ მეთქი... შე უზრდელო, თავხედოო აეთრიე აქედანო, გაეთრიეო, ზრდილობას რომ ისწავლი მერე მოეთრიე აქო და ბოდიშს მოიხდიო. ისე დავიბენი, მე მეგონა სოსოს ეუბნებოდა, წამოდგა ფეხზე და გამოვიდა დიდ ოთახში, სადაც მთელი ეს სპორტსმენები გამოსულები იყვნენ, მწვრთნელებიც გამოსულები იყვნენ, სამინისტროს თანამშრომლები და კამერები, სადაც ინტერვიუს აძლევდნენ ბიჭები. ამ კარებში გამოსვლისას, ქალბატონო თეა არ გრცხვენიათ რას კადრულობთ მეთქი, ეს არის თქვენი პატივისცემა სპორტსმენების და სპორტის მიმართ მეთქი? და შენ უზრდელო თავხედოო ამხელა დარბაზში, დაახვიე ახლა აქედანო, თორემ შენ რას გიზამ არ იციო და ამ დროს იყო, როდესაც ლაპარაკობს ჩემ აგრესიაზე, აი ამ სიტყვების შემდეგ მივუტრიალდი და თქვენ მართლა უზრდელო, თავხედო ქალო არ გრცხვენია მეთქი? მინისტრი რეებს კადრულობთ მეთქი, ეს არის თქვენი პატივისცემა მეთქი და ამ საუბარში როცა ვართ, შენ ბიჭო ახლა რას გიზამო და რომ წამოვიდა ჩემსკენ, მივუბრუნდი ბატონ სოსოსაც და საკადრისი პასუხი გავეცი, ოღონდ რა თქმა უნდა ცოტა ცუდი სიტყვებით. ქალბატონ თეაზე არ მიკადრებია არაფერი.

აი ეს იყო ამ ყველაფრის დასაწყისი, მაგრამ ამას კიდევ ჰქონდა წინა პერიოდები. ჩემი ხრიდან არანაირად არ გამივლია თავში, რომ მეძალადა. მე, რომ მასზე პასუხი არ გამეცა მე იქიდან ასე ვერ გამოვიდოდი და არ გამოვიდოდი, იმიტომ რომ მე დავიწყე ბოდიშით, იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაც დაგვიშავებია დღეს იმას ახალგაზრდა სპორტსმენებს და ბიჭებს ჩემს ფაქტს ვუყვები, რომ არ მოჰყვეთ ბიჭებო ასეთ სიტუაციაში", - ამბობს დავით წიკლაური

მისი თქმით, წულუკიანი მას პოლიტიკური მოტივით დაუპირისპირდა  და საქმე  2012 წლის არჩევნებს უკავშირდება. ფედერაციის პრეზიდენტი ყვება, რომ ბოლო 10 წელია "პატარ-პატარა შანტაჟები" მოდიოდა:

"ეს ამბავი, რომ მოხდა  მე გამომიგზავნესშეტყობინება და ვიდეო  [ძველი ] კადრები, გაჩუმდესო, თორემ ჩვენ ამას გაუშვებთო... გაუშვით, მეთქი ბოლო-ბოლო რა უნდა ქნა". 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი