გასულ 24 საათში საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის 6 109 მოქალაქემ გადმოკვეთა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ "დარიალში" მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. უწყება ამბობს, რომ ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა.

კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5 186 მოქალაქემ.

28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9 642 და გავიდა 5 448 მოქალაქე.

შსს ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი