Nord Stream 2-ზე ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა - დანიის ენერგეტიკის სააგენტო

გამოქვეყნდა:

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ინფორმაციით გაზსადენ Nord Stream 2-ზე ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა.

 "კომპანიამ Nord Stream 2 AG აცნობა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს, რომ NS2 A გაზსადენზე მიღწეულია სტაბილური წნევა. ამრიგად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მილსადენზე გაზის გაჟონვა შეჩერებულია" - წერს დანიის ენერგეტიკის სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებში გაჟონვა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მილსადენზე მომხდარი გაჟონვის ყველაზე სავარაუდო მიზეზად  მიზანმიმართული დივერსია სახელდება.  

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი