პუტინმა Nord Stream-ზე მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა - კრემლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა რუსეთიდან, დანიისა და შვედეთის სანაპიროზე, Nord Stream-ის გაზსადენის მილებზე მომხდარ აფეთქებაზე. 

პუტინმა ჩრდილოეთ ნაკადზე მომხდარ ინციდენტებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. ეს განცხადება მან თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას გააკეთა. 

„რუსეთის პრეზიდენტმა მწვავე შეფასება მისცა უპრეცედენტო დივერსიას, ფაქტობრივად, საერთაშორისო ტერორიზმის აქტს Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენების წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხს გაეროში სასწრაფოდ განსახილველად წარადგენს“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

რუსეთის თხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა პარასკევს არის მოწვეული. 

აღსანიშნავია, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მილსადენზე მომხდარი გაჟონვის ყველაზე სავარაუდო მიზეზად  მიზანმიმართული დივერსია სახელდება. 

იხილეთ დასავლეთის განცხადებები:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი