"მთავრობა არ ახორციელებს ქმედით ნაბიჯს, რომ გაათავისუფლონ ირაკლი" - ბებუას ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ისევ ითხოვს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

2 წელია ოჯახი მმართველი გუნდისგან პასუხს ითხოვენ, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაციას თუნდაც უკანონოდ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ. 

ბებუას ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ბებუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

"გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციისგან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით იგი ვერ ახერხებდა შეხვედრას, თუმცა აუცილებლად შეგვხვდებოდა. ორი წლის თავზეც ბატონი ირაკლი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციას. მთავრობა არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, რომ გაათავისუფლონ ირაკლი", - თქვა ირაკლი ბებუას დამ.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი