აფეთქება ნატოს საზღვრებთან - სასოწარკვეთილი რუსეთის საბოტაჟი

გამოქვეყნდა:

პროექტი "ნორდ სტრიმი" აღარ არსებობს - 35 მლრდ ევროს ღირებულების გაზსადენი აფეთქებულია, ცარიელ მილებს ახლა ზღვის წყალი ჭამს, ატმოსფეროში კი 800  მლნ კუბური მეტრი მეთანია გატყორცნილი - ასე გამოიყურება სასოწარკვეთილი რუსეთის საბოტაჟი, რომელმაც გლობალური დათბობა დააჩქარა და მსოფლიოს აჩუქა ბირთვულ აფეთქებაზე არანაკლები ეკოლოგიური თავსატეხი. 

ეს ტერაქტი ლამის ქიმიური თავდასხმაა მთელ ევროპაზე, რადგან აფეთქების ეპიცენტრთან ახლოსაა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვების სამარხი. იქვეა დამარხული ჰიტლერის მთელი ქიმიური არსენალი.  რუსეთმა ამ დივერსიით თავიდან აიცილა გაზის თვითნებურად გადაკეტვით გამოწვეული ჯარიმები, რაც ძალიან ბევრ მილიარდ ევროს შეადგენს. 

ამასთანავე, ის კინაღამ თავს დაესხა ნატოს. აფეთქება მოხდა სულ ორიოდე კილომეტრში ნატოს აკვატორიული წყლებიდან - ანუ სამყარო ბირთვულ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში ალიანსის ავტომატურ ჩართვას სულ რამდენიმე ასეული მეტრით ასცდა. და ეს ის შემთხვევაა, როცა "კინაღამ" ითვლება. 

გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, პუტინი დიდი ხანია  რუსულ რულეტკას თამაშობს, ალიანსის ისტორიაში კი ბალტიის ზღვაში მომხდარი აფეთქების მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. სწორედ ეს გარემოება ანიჭებს ამ დივერსიას სრულიად სხვა, ისტორიულ კატეგორიას, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ძალიან კარგად ესმით კიევში და ამ მომენტუმს  კარგადაც იყენებენ. ნატოში შესვლაზე უკრაინის განაცხადს სულ რამდენიმე საათში ალიანსის 30 წევრიდან 9-მ ოფიციალურად უკვე მხარი დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი